„არქი“ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქალაქში მოსული უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ნალექის შედეგად დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა. მათ შორის, არქის რამდენიმე სახლის ავტოსადგომზე ჩავიდა წყალი.

ასევე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, წვიმისა და ქარის შედეგად გაიჭედა სანიაღვრე მილი. შედეგად, ასეთი უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც წყალი დაგუბდა სახურავზე და ჩამოვიდა სადარბაზოს კარიდან კიბის უჯრედსა და ლიფტის შახტაში, შესაბამისად ლიფტი ავარიულად გაითიშა.

არქის მთელი გუნდი ბოდიშს გიხდით თითოეულ არქელს შექმნილი ვითარებისთვის. თუმცა, გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ეს შემთხვევა ნადმვილად არ არის დაკავშირებული შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასა თუ ხარისხთან. სახურავის ჰიდროიზოლაცია კომპანია “სიკას” დამზადებულია უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული მასალებით, რომელსაც 50 წლიანი გარანტია აქვს. შესაბამისად, სახურავიდან არც ერთ ბინაში არ ჩასულა წყალი და არც ერთი ბინა არ დაზიანებულა. შემთხვევის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე სართულზე დასველდა სადარბაზოს კედლები. სხვა რაიმე სახის ზიანი შენობას ან რომელიმე არქელს არ მიდგომია.

საცხოვრებელი სახლიდან ინციდენტის შესახებ გვაცნობეს მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა უმოკლეს დროში გაწმინდა სანიაღვრე. დასველებულ სადარბაზოს კედლებს კი უახლოეს პერიოდში შევღებავთ.

ძვირფასო არქელებო, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ფორსმაჟორული სიტუაციის შედეგად შექმნილი ვითარების გამო. არქის მთელი გუნდი 24 საათის მანძილზე მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ. მადლობა გაგებისა და მხარდაჭერისთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო