სისხლის უანგარო დონაციის აქცია ცესკოში

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა, ასევე ცესკოს აპარატის, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციაში 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული. თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულობა, რითაც სისხლის ბანკის მარაგის შევსებას და საჭიროების მქონე პაციენტების დახმარებას ვუწყობთ ხელს,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სისხლის ჩაბარების შემდეგ.

სისხლის დონაციის აქცია „სისხლის ცენტრთან“ თანამშრომლობით გაიმართა. „სისხლის ცენტრის“ მიერ თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით 30-მდე კლინიკა მარაგდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო