ოთარ შამუგია - ადრეული გაფრთხილების სისტემა ეს არ არის ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთი სენსორი, რომელიც იქნება დამონტაჟებული და ინფორმაციას მოგვცემს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ადრეული გაფრთხილების სისტემა ეს არ არის ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთი სენსორი, რომელიც იქნება დამონტაჟებული და ინფორმაციას მოგვცემს.

ადრეული გაფრთხილების სისტემა არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელიც შედგება სხვადასხვა მოწყობილობისგან, როგორიც არის მეტეოსადგური, რადარი, წყალმზომი და ასე შემდეგ. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სისტემა იძლევა ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე ვრცელდება შესაბამისი პროგნოზი და ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სამსახურებს.

„ხშირად გვესმის რომ არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით, ასევე, გვესმის რომ დონორებმა გარკვეული თანხა გამოყვეს. ეს არის ჩვენი მხარდამჭერების, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა და 2018 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელი. ეს არის მათი დისკრედიტაცია. სწორედ მათ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ჩვენ ამ თემებზე. პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და ეს პროცესი გრძელდება. ასევე, ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მომზადებულია რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს და წლის ბოლომდე ყველა ეს რუკა დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ ჩვენ გვქონდეს იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც შესაძლებელია რაიმე მოვლენების განვითარება.

ამის შემდგომი პროცესი არის უკვე ისეთი განგაშის სისტემა, როგორიც ჩვენ გვაქვს დევდორაკზე, რომელსაც ცალკე შესწავლა სჭირდება თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მონტაჟი თითოეულ უბანზე. თუმცა პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის გამართული მონიტორინგის სისტემა. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ბოლო წლებში დაიწყო ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის კომენტარასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო