შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქალაქ ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.

„ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია ქსენონის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, ზუგდიდთან ერთად დღეს თბილისში, გორში, ბათუმში და ქუთაისში აღინიშნა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო