ვალერი ზალუჟნი - დანიაში მყოფი უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნების დასაწყებად მზად არიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ზოგიერთმა უკრაინელმა პილოტმა, რომლებიც დანიაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვის შესწავლის მიზნით წვრთნებისთვის იმყოფებიან, უკვე წარმატებით დაასრულეს მოსამზადებელი ზომები და შეუძლიათ წვრთნის დაწყება.

ვალერი ზალუჟნის ცნობით, კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი ჰქონდა დანიის სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ფლემინგ ლენფერთან.

"ყურადღება გავამახვილეთ უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების F-16-ეზე მომზადებაზე, რომელიც დანიაში გრძელდება. გენერალმა ლენფერმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ჩვენმა პილოტმა უკვე წარმატებით დაასრულა მოსამზადებელი ზომები და შეუძლია ფრენისთვის წვრთნის დაწყება", - აცხადებს ზალუჟნი.

მისი თქმით, დანიის სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსთან საუბრის დროს დანიელი ხალხის და დანიის მთავრობის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინისთვის F-16 ტიპის 19 თვითმფრინავის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ქვეყანას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უწევენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო