დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

ამა წლის 2 ოქტომბერს აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება - თაღლითობის მუხლით. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, 2011 წლიდან 2021 წლამდე დონალდ ტრამპი ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბ მონაცემებს აწვდიდა, გადაჭარბებამ 2,23 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.

„ტრამპის აქტივების და, აქედან გამომდინარე მისი საკუთარი კაპიტალის, გაზრდაზე მიმართული ამ მრავალრიცხოვანი თაღლითური სქემების კუმულატიური ეფექტი გამაოგნებელია და ის გაცილებით უფრო დიდი თაღლითობის მხოლოდ ხილული ნაწილია“, - განაცხადა პროკურორმა.

ლეტიცია ჯეიმსი ასევე გამოდის შუამდგომლობით, რომ დონალდ ტრამპი თაღლითად იყოს ცნობილი უკვე სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ს ექს-პრეზიდენტს 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო