ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტებისთვის გასაცემი სახელმწიფო გრანტის მოცულობა წელს 12 600 000 ლარია

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარითაა განსაზღვრული.

2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ისევ 2 250 ლარი იქნება.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით: სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო