„კარფურის“ 11 წლის იუბილე: 1 სექტემბრიდან კარფურში კოსმიური ფასდაკლებები გელოდებათ

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

1 სექტემბრიდან, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, კარფურის ყველა ფილიალში ერთგულ მომხმარებლებს „1+1 აქციები“ დახვდებათ. აქციით სარგებლობისას მომხმარებლები ორ პროდუქტს ერთის ფასად შეიძენენ - „მიიღე მეორე უფასოდ“. აღნიშნული შეთავაზება „მაიქლაბის“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მეორე პროდუქტი საჩუქრად მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის კარფურის ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს უამრავ საინტერესო აქციას სთავაზობს. „მაიქლაბ“ საფულეში დაგროვებული ქულები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარფურის სასურველ პროდუქტში გადაცვალოს.

გარდა ამისა, კარფური მომხმარებლებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებთან და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად პრიზების მოგების შანსსაც სთავაზობს. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა შეიძინოს სასურველი პროდუქტი კარფურის ნებისმიერ ფილიალში, გაატაროს „მაიქლაბი“ და დააკვირდეს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს.

„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

მოგვილოცეთ ჩვენ, სიურპრიზები თქვენ!

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო