ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება

გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია - მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო ივლისის ეკონომიკური ზრდა 5.5 % ით განისაზღვრა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, განათლების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

აღსანიშნავია, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციაც - ის 15.9%-ით გაიზარდა და მოცულობამ 3,583.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„მთლიანობაში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, ასევე საქონლით ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო