ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველის მკვლელობაზე - ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში

ყველას გვახსენდება ის ხელწერა, რომლითაც გამორჩეული იყო 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება. კოლექტიური სააკაშვილები და ადეიშვილები იყვნენ გამორჩეული ამ ხელწერით და ალბათ, სიმბოლურია, რომ დღესაც სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, ქალაქ დნეპრში მომხდარ შემთხვევას, სადაც პოლიციის მიერ მოკლული იქნა ქართველი ჯუმბერ სილაგავა.

„ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც საქართველოში 2004-2012 წლებში იყო. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართველი ე.წ ლიბერალები ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას.

„რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. ადამიანის მკვლელობას არც ნასვამობა ამართლებს და არც პოლიციელთან დაუმორჩილებლობა, მითუმეტეს, როდესაც ბავშვების და მეუღლის თვალწინ ხორციელდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი „ნაციონალები“. დღეს ისინი არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ზუსტად იგივეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ-ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო