ირაკლი კობახიძე - უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით უფრო მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა ჰქონოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს, კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, დროში გაწერილი, უფრო მკაფიო გეგმა ჰქონოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„შარლ მიშელმა დაასახელა კონკრეტული წელი, 2030 წელი [ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით]. ეს იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს, სულ მცირე ბალკანეთის ქვეყნებისთვის. თქვენ იცით, რომ მაკედონია უკვე 18 წელია ელოდება გაწევრიანებას. უკვე 18 წელია მაკედონია არის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა დღემდე არ განიხილება აქტიურად მისი გაწევრიანების საკითხი. როცა დასახელდა 2030 წელი, ალბათ, ეს იყო მაკედონიისთვის, სერბეთისთვის, მონტენეგროსთვის იმედისმომცემი განცხადება, თუმცა, მოგვიანებით, ევროკომისიამ ესეც უარყო და აღნიშნა, რომ 2030 წელზეც საუბარი არის არასწორი. როცა ქვეყანა 18 წელი ელოდება გაწევრიანებას და მას ეუბნები, რომ 7 წლისთავზეც შეიძლება არ მოგენიჭოს წევრის სტატუსი, ეს, რა თქმა უნდა, პესიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც ძალიან ცუდია. უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს უფრო მკაფიო გეგმა ჰქონოდა, დროში გაწერილი, კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით.

ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს, ჩვენთვის კი მთავარია, ვიაროთ წინ ევროპისკენ, ამისთვის გვჭირდება შესაბამისი რეფორმების განხორციელება, გვჭირდება ეკონომიკური ზრდა. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ესაა ჩვენთვის მთავარი და იმ სპეკულაციებზე პასუხი, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო