კობა კობალაძე თურქეთის საელჩოში თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური მიწვევით, თურქეთის საელჩოში გამართულ თურქეთის გამარჯვების 101-ე წლისთავთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი კაან ორბაის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაკ ალთინერს თურქეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და თურქ ხალხს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, წარმატება და წინსვლა უსურვა.

„გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენი და თურქი ხალხის მიმართ, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფებები კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და თანამშრომლობას“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია; მათი ცნობით, მისი დაარსება უკავშირდება 1922 წლის 30 აგვისტოს, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, თურქეთის არმიის მიერ ანატოლიის ტერიტორიიდან, უცხო ქვეყნის შენაერთების საბოლოოდ განდევნას, რასაც თურქეთის რესპუბლიკის დაარსება მოჰყვა.

30 აგვისტო, თურქეთის ეროვნულ დღესასწაულად, 1935 წელს გამოცხადდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო