გიორგი ბოტკოველი - ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება

ნებისმიერი ადამიანის პარტიიდან წასვლა სასარგებლო არ არის, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება, - ასე შეაფასა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით იმედა კევლიშვილის განცხადება.

„ნებისმიერი ადამიანის პარტიიდან წასვლა არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება. ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა. ალბათ, ახლა იმ სიტყვას - ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმა, 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი სურვილით დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იმედა კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო