BBC World Questions საქართველოში ჩამოდის

BBC World Service-ის პროგრამა BBC World Questions, რომლისთვისაც ხალხი და მათი კითხვები დებატების ცენტრალური ნაწილია, საქართველოში ჩამოდის.

მათივე ინფორმაციით, 12 სექტემბერს, BBC World Questions თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაუთმობს დროს. კერძოდ, „თავისუფალ თეატრში" პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების პანელი გაიმართება. პანელს ანუ ანანდი წაიყვანს და ის შეუერთდება დებატებს, რომელსაც მთლიანად საჯარო აუდიტორიის კითხვები წარმართავს.

„შეხვედრისას განიხილება კრიტიკული თემები, მათ შორის ქვეყნის შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირში, რუსეთთან ურთიერთობა, თავისუფლება და დემოკრატია, ეკონომიკა და გარემო.

პროგრამის პანელში მონაწილეობას მიიღებენ: მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი; ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თინა ბოკუჩავა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი კორნელი კაკაჩია; ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

BBC World Questions მოგზაურობს მთელს მსოფლიოში, უსმენს იმ დიდ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აუდიტორიისთვის და ეს არის მათი შესაძლებლობა, ანგარიშვალდებული გახადონ ხელისუფლება. მოხარული ვართ, რომ ვეწვევით თბილისს და მოუთმენლად ველით ინფორმირებულ და ცოცხალ დებატებს!”- აცხადებს BBC World Service-ის რედაქტორი გვენან რობერტსი.

ღონისძიება 12 სექტემბერს, "თავისუფალ თეატრში" გაიმართება.

"დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ დაესწრონ მიღებას 18:30 საათიდან, რათა მოამზადონ კითხვები დებატებისთვის, რომელიც 19:30 საათიდან დაიწყება. მონაწილეობის ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

ღონისძიებაზე დასასწრებად ან ტელე, რადიო და ბეჭდური ინტერვიუებისთვის, დაუკავშირდით: Melanie.Tompkins@bbc.co.uk", - აცხადებენ ორგანიზატორები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო