გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს პროკურატურის ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პროკურატურის წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით წარიმართოს.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი და ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო