მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროს მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საიმონ მორდუსთან.

„მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ მოსალოდნელ შეფასებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

პარლამენტის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა ასევე გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან ევროკავშირში, ელჩ ვილემ ვან დე ვორდესთან, სადაც საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და ევროინტეგრაციის პროცესში ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო