ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი - მათი მთლიანი აქტივები 71.3 მლრდ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია.

„2023 წლის ივლისის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივები და პასივები წარმოდგენილია IFRS სტანდარტის შესაბამისად მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

2023 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71.3 მლრდ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო