ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Leidsch Dagblad-ი ავრცელებს.

ბორელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს, რათა უფრო აქტიურად მოემზადონ გაწევრიანებისთვის.

აღინიშნება, რომ ასეთი ფორმით ბორელი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებას, რომლის თანახმადაც 2030 წელს ევროკავშირი და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის.

ბორელის თანახმად, „ძალიან კარგია მიზნის, ჰორიზონტის დასახვა, რათა პროცესს პოლიტიკური მომენტი მიეცეს“. ამავდროულად, მისი აზრით, იმის აუცილებლობა რჩება, რომ პოტენციალური წევრები გაწევრიანების პირობებს აკმაყოფილებდნენ, ვინაიდან „წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდება”.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის