ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს

ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთიც და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინაში ომს გვერდით ეფექტად გაფართოების პროცესის დაჩქარება ჰქონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო წევრი გახდება, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს.

მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის, დაფიქსირება, რათა პოლიტიკურ პროცესს ბიძგი მივცეთ. და, რა თქმა უნდა, [ბიძგი] ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენც უნდა ვემზადებოდეთ გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს,” - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა ევროკავშირის რომელ 10 პოტენციალურ წევრს გულისხმობდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება