გაერო-მ რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებისთვის კონკრეტული წინადადებები წარუდგინა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, სადაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გუტერეშის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების განახლება „უაღრესად მნიშვნელოვანია“, რადგან ინიციატივამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სურსათის ბაზრები უფრო ადეკვატური გამხდარიყო გაერო-ს სურსათის უვნებლობის მიზნებთან მიმართებაში, როგორიცაა ფასების შემცირება და ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შექმნა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები შეშფოთებისთვის და ეს გადაწყვეტილებები მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უფრო ეფექტური წვდომის საშუალებას იძლევა“, - აცხადებს გუტერეში.

მისი თქმით, თვლის, რომ გაერო-მ წარადგინა წინადადება, რომელიც შეიძლება იყოს განახლების საფუძველი, მაგრამ განახლების, რომელიც სტაბილური უნდა იყოს.

"არ შეიძლება გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე გადადის. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება”, - წერს გუტერეში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო