გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს.

ამილახვარის განცხადებით, თითოეული მათგანის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას სრულად ითავისებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე.

მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას!

თითოეულ თქვენგანს გიწვდით მეგობრობის ხელს და გირჩევთ, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და შეეცადოთ, აქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე“,- აცხადებს გიორგი ამილახვარი, რომლის განცხადებასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო