ბაზისბანკთან პარტნიორობით კომპანია „ინსი“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს

სამშენებლო კომპანია „ინსი“ 2007 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი მიმართულებებია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა, წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა.

დღემდე, კომპანია „ინსს“ 170-მდე დასრულებული პროექტი და ჯამში 500 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. საიდანაც ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია რამდენიმე ეტაპი. განხორციელდა შენობის საძირკვლის გამაგრებითი და ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები. სრულად შეიცვალა სახურავის საფარი და დასრულდა შიდა სივრცეების რეაბილიტაცია. განახლდა გათბობა-კონდიცირების და ელექტრო სისტემები.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია უსაფრთხოება სამშენებლო მოედანზე, მოკლე და ეფექტურ ვადებში პროექტების მაღალი ხარისხით შესრულება. ბაზისბანკი 2016 წლიდან არის ჩვენი ერთგული პარტნიორი და მუდმივად გვერდით გვიდგას როგორც რთულ, ასევე პოზიტიურ პერიოდში. ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, როგორიცაა გუდიაშვილის მოედნის და მარჯანიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია, ასევე, საქართველოს მასშტაბით, ექვსი სკოლის მშენებლობა და რემონტი. ვიმედოვნებთ, ბაზისბანკის მხრიდან, ჩვენთან, როგორც მუდმივად მზარდ კომპანიასთან, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“ - ინსის ფინანსური დირექტორი, დავით დამენია.

„ბაზისბანკი კომპანია ინსის ფინანსური პარტნიორია და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს ერთობლივად შესრულებული. ამ ეტაპზე, ჩვენი ჩართულობით, ინსი ახორციელებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რომელსაც დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლის დანიშნულება გააჩნია.

სამომავლოდ, ინსს განვითარების ამბიციური გეგმები აქვს და ჩვენ, როგორც მათი ფინანსური პარტნიორი, მზად ვართ გვერდით დავუდგეთ მათ განხორციელებაში.“ - ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე.

ბაზისბანკის და ინსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო