რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო დანაშაულები "ხშირად შერწყმულია წამებასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან".

იულია უსენკოს ინფორმაციით, პროკურორებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს 75 ბავშვი, რომლებმაც რუსული ძალების მიერ სხვადასხვა სახის წამება განიცადეს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 13 სავარაუდო შემთხვევაზე და ამ ბავშვებიდან ყველაზე პატარა 4 წლის გოგონა იყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ, უფლებადამცველმა ჯგუფებმა, საერთაშორისო ორგანოებმა და საინფორმაციო ორგანიზაციებმა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი დააფიქსირეს. რუსეთი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო