მარკეტა გრეგოროვა - შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო

შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო, მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თუ „ქართულ ოცნების“ კანდიდატის სტატუსი უნდა, უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ ეშინოდეს მათი შედეგის.

„ის მტკიცედ პროევროპულია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი უნდა, უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ ეშინოდეს მათი შედეგის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა