კრიპტოვალუტის შექმნიდან თითქმის მე-15 წელს მისი, როგორც გადახდის საშუალებისა და აქტივის მიმართ ნდობა იზრდება. ამ დროისთვის კრიპტოს მომხმარებელთა რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა. 2018 წლიდან დღემდე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ციფრულ აქტივებს ფლობენ, 60%-ით არის გაზრდილი.
ბევრი მომხმარებლისთვის კრიპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი თუ სხვა, არა მხოლოდ აქტივი, არამედ შემოსავლის მიღებისა და გადახდების გაკეთების ოპტიმალური საშუალებაა, მით უფრო, რომ კრიპტო გადახდების მიღება ბევრმა ავტორიტეტულმა კომპანიამ დაიწყო.
სისწრაფის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გამო კრიპტოვალუტაში ხელფასის მიღებას სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს. მათი უმეტესობა ფრილანსერები, IT სპეციალისტები და პროგრამისტები არიან, რომელთათვისაც ციფრულ სამყაროში გეოგრაფიული ბარიერები მოხსნილია და შეუძლიათ, სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებისთვის დისტანციურად იმუშაონ და ანაზღაურებაც გადარიცხვების მეშვეობით მიიღონ. შუამავალი კომპანიების მეშვეობით მიიღონ, რაც გარკვეულ ხარჯებთან, რიგ შემთხვევებში კი შეფერხებებთანაც არის დაკავშირებული.
მიზეზები, რის გამოც ანაზღაურების კრიპტოვალუტაში მიღება უფრო მოსახერხებელია:
რეგულირებული ვალუტების გადარიცხვის შემთხვევაში, შუამავალ კომპანიებს საკომისიოს ვუხდით, რაც ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული. ვინაიდან კრიპტოვალუტები ცენტრალური ბანკებისგან არ რეგულირდება, საერთაშორისო გადარიცხვები მოსაკრებლისგან თითქმის თავისუფალია.
საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების კომპანიები ცდილობენ, მაქსიმალურად დახვეწონ თავიანთი სერვისი, თუმცა სისწრაფე მაინც გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან, მომხმარებლისთვის სწრაფი გადარიცხვები საკმაოდ ხარჯიანია და თანხის დაზოგვის მიზნით ურჩევნია, უფრო მეტი დროის რესურსი გაიღოს, რაც გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
კრიპტოთი გადარიცხვის შემთხვევაში ადრესატის Wallet-ში (კრიპტოვალუტის საფულე) ნებისმიერი კრიპტოვალუტა მომენტალურად აისახება, რაც დისტანციურად დასაქმებულთათვის უფრო ხელსაყრელია.
როგორც აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი მისი დაცულობა და ანონიმურობაა. კრიპტოს გამგზავნისა და მიმღების იდენტობა უცნობია არათუ გარეშე პირებისთვის, არამედ ტრანზაქციაში ჩართული მხარეებისთვისაც, რაც ანონიმურობის დაცვისა და ფინანსური თავისუფლების მოპოვების საშუალებას იძლევა.
ანაზღაურების კრიპტოვალუტის დარიცხვა განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, თუ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ვალუტა ინფლაციურობით ხასიათდება. მაგალითისთვის, პოლონეთში ინფლაციის დონემ გასულ წელს 14.20%-ს მიაღწია, რის გამოც ხელფასის არა ზლოტში, არამედ კრიპტოში ჩარიცხვა უფრო ხელსაყრელი იყო.
ამის კიდევ უფრო ნათელი მაგალითია თურქეთი, სადაც ინფლაციის ნიშნული გასულ წელს 50%-იან ზღვარს ასცდა და ლირის მსყიდველუნარიანობა შემცირდა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა ასე გაუფასურდა, კრიპტოვალუტებს არაფერი ემუქრებოდათ და სტაბილურად ინარჩუნებდნენ თავიანთ ღირებულებას.
თუ ტრადიციული ვალუტებით ანგარიშსწორებისას ნებისმიერ სახელმწიფოში ბეგარაც უნდა გადავიხადოთ, კრიპტოვალუტების შემთხვევაში, ეს ბარიერიც თითქმის არ არსებობს, შესაბამისად, ნივთისა და მომსახურების უფრო ხელსაყრელ ფასად შეძენა შეგვიძლია.
რა გამოწვევები არსებობს კრიპტოთი ხელფასის მიღების შემთხვევაში?
თუ ანაზღაურების კრიპტოში მიღებამ მოგხიბლათ და გსურთ, ფინანსური თავისუფლების სამყაროში შეაბიჯოთ, წინასწარ სრულყოფილად უნდა იყოთ ინფორმირებული.
კრიპტოს განაღდების ყველაზე პოპულარული გზა P2P-ია, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი კრიპტოვალუტაში მისი ღირებულების შესაბამის თანხას გაძლევთ ნაღდი ფულის ან გადარიცხვის სახით. მნიშვნელოვანია, აღნიშნული პირი სანდოობით გამოირჩეოდეს და ჩვენს ფინანსებს საფრთხე არ დაემუქროს.
რისკები, რომლებიც აღნიშნულ პირებთან თანამშრომლობას ახლავს:
როგორ გავანაღდოთ თანხა სასურველ ვალუტაში რისკების გარეშე?
ამისათვის უნდა მივმართოთ სანდო ბირჟას, რომელიც მოგვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას, დაგვეხმარება ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში და დაგვაზღვევს თაღლითობის, თანხის არასრულად განაღდების ან სხვა უსიამოვნებებისგან.
საქართველოში ფრილანსერებს, IT სპეციალისტებსა და პროგრამისტებს, რომლებიც ანაზღაურებას უცხოეთიდან იღებენ, შეუძლიათ Cryptal-ის ბირჟას შემდეგი მიზეზების გამო ენდონ:
თავისუფალია თუ არა კრიპტოვალუტები გადასახადებისგან?
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ანაზღაურებას კრიპტოვალუტით იღებს ან სხვადასხვა ტრანზაქციისთვის აქტიურად იყენებს მას. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტები არ რეგულირდება, გადასახადებისგანაც თითქმის თავისუფალია, თუმცა ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტო სამართლის ექსპერტი და Cryptoethica-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ ხელფასის შემთხვევაში შეიძლება რიგ შემთხვევებში განსხვავებული პრაქტიკა მოქმედებდეს:
„კრიპტოვალუტების სამართალი, და განსაკუთრებით კრიპტო-აქტივების დაბეგვრის საკითხები ძალიან ახალი და ბუნდოვანებით სავსე სფეროა. მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის ქართული საგადასახადო რეჟიმი კრიპტო-აქტივებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ათავისუფლებს ზოგიერთი სახის გადასახადებისგან, მათგან ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი დამატებითი ღირებულების გადასახადია. საქართველოში მოქმედი რეგულაციის თანახმად, ფიზიკური პირები, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია კრიპტო-აქტივების მიწოდებით, თუმცა ეს გათავისუფლება შეიძლება არ შეეხოს შემოსავალს, რომელიც მიღებულია ხელფასის სახით“, - განმარტავს ვახტანგ ჩხენკელი.
Cryptal-ის სერვისებისა და კრიპტოვალუტაში ჩარიცხული ხელფასის სხვა ვალუტებში განაღდებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.
(R)