იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ნიუ იორკის იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელს, ტინა ლუნგოს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია ნიუ იორკის იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელს, ტინა ლუნგოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უფასო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები გადახდისუუნარო მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ტინა ლუნგომ აღნიშნა, რომ მათი სამსახურის მიერ დახმარება გაეწია არაერთ ქართველ ემიგრანტს და ამ მხრივ მუშაობა კვლავ გრძელდება. ამერიკელი კოლეგებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილების გაზიარება. გადაწყდა, რომ ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდება და თანდათანობით, უფასო სამართლებრივ დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ამერიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო