ბექა ოდიშარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.

„ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი დელეგაცია გვესტუმრა პარლამენტში, მათ შორის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელი, რომელიც აქტიურად მუშაობს ოკუპანტი რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართველთა და აფხაზთა კონფლიქტის დარეგულირებისა და აღმოფხვრის მიმართულებით.

ჩვენ გავეცანით მის ნაშრომს, „საქართველოს ებრაელთა ისტორია საარქივო მასალების მიხედვით", რომელიც უნიკალურ საარქივო მასალებს მოიცავს, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო". წიგნში, მკითხველი ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს და მოვლენას ამოიკითხავს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო