დმიტრო კულება - უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული კონტრშეტევის სისწრაფის კრიტიკოსებმა მებრძოლ ჯარისკაცებზე უნდა იფიქრონ.

„როგორია ეს, როდესაც მისიიდან ბრუნდები, ტელეფონს იღებ, ხსნი მას და ჭკვიანი ხალხის ნააზრევის კითხვას იწყებ, რომლებიც ამბობენ როგორი ნელი ხარ და არასაკმარისად კარგად გამოგდის?! ამ წამს ორი მეგობარი დაკარგე. შენ ლამის მოგკლეს. კილომეტრი მუცლით იხოხე, რათა ველი განგენაღმა. საკუთარი თავი გაწირე - სასტიკ ბრძოლაში, დაწყევლილი რუსული სანგარი აიღე და შემდეგ კითხულობ, რომ ვიღაც ამბობს: „ბიჭებო, ძალიან ნელები ხართ!” - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, “ესმით, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის”.

„და მათ ესმით, არანაირი ტრაგედია და რამე შენელება არ არის. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს რთულია. ეს რთული ბრძოლაა”, - აღნიშნა კულებამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო