ჯონ კირბი - ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს

ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში.

„ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს… მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს რუსული თავდაცვის ამ მეორე ხაზის წინააღმდეგ”, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.

კირბის თქმით, უკრაინელები თავად გადაწყვეტენ შემდეგ სად წავლენ და როგორ ისარგებლებენ ამ წარმატებით.

„ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთში წინსვლის დროს სამომავლო რთული ბრძოლების შესახებ არ ახსოვთ. ეს ყველაზე უკეთ იციან. ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ წინსვლისთვის მზად არიან, რომ აუცილებელი ინსტრუმენტები, მეთოდები, წვრთნა და შესაძლებლობები აქვთ ამ პროგრესისთვის. კიდევ ერთხელ, ისე სწრაფად, როგორც ამას საჭიროდ თვლიან“,- განაცხადა კირბიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო