რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი და 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უცხოური გავლენის აგენტების სიაში შეიყვანა.

სამინისტროს მტკიცებით, მურატოვი უცხოური აგენტების მასალების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდა და „უცხოურ პლატფორმებს იყენებდა” აზრების გამოსახატად, რომლებიც რუსული პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირებისკენ იყო მიმართული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო