თელ-ავივში შეტაკებების დროს 160-მდე ადამიანი დაშავდა

თელ-ავივში ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგად 160-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად შეტაკებები პოლიციასა და ერიტრეის რეჟიმის ოპონენტებს შორის ერიტრეის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ადგილას მოხდა.

„პროტესტანტებმა კორდონი გაარღვიეს და დარბევა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა შუქ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლიც გაუხსნეს, რადგან სამართალდამცავთა სიცოცხლის რეალური საფრთხე არსებობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 160-მდე ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელი, 15 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ თელ-ავივში ერიტრეის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეთიოპიისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ამჟამად ისრაელში ერიტრეის 25 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ერიტრეის დღევანდელი მთავრობისა და მისი პრეზიდენტის ისაიას აფევერკის, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ამ ქვეყანას სათავეში უდგას, პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო