დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

„არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა, 15 წელი გავიდა. ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია და საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს არ უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის აღება, რისი მოწმეც ჩვენ 15 წლის წინ გავხდით", - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას.

„მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩამოვედით კონფერენციისთვის, რომელიც ხვალ იწყება, აქ იმისთვის ვართ, რომ ვუზრუნველყოთ, რომ არასოდეს დავივიწყოთ რა მოხდა აქ და შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ტერიტორია, რომელიც ჩვენს უკანაა, საქართველოს ტერიტორიაა. გავაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას, რომლებიც, აგრძელებენ დემოკრატიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ გზას", - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესია საქართველოში დაიწყო, შემდეგ გადავიდა უკრაინაში, მაგრამ საქართველო არასდროს დაუტოვებია.

„სანამ საქართველო აღადგენს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე", - აღნიშნა კრამერმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება