ლევან ანდრიაშვილი სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ჯუღაანსა და ლალისყურში სტიქიის შედეგად სასოფლო -სამეურნეო სავარგულები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

როგორც სტიქიის ზონაში მყოფი თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი აღნიშნავს, ადგილზე მობილიზებულები არიან ზარალის დამთვლელი კომისიების წარმომადგენლები და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,სტიქიის ზონაში გუშინ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი.დღეს დილიდანაც სოფლებში დაზარალებულებს ვხვდებით, ადგილზე იმყოფებიან ზარალის დამთვლელი კომისიების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, - განაცხადა მერმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფლებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების შესწავლა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო