ჩოხატაურის მერი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან - აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ მუნიციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ნოდარ დუმბაძის სკვერს რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში უტარდება.

„როგორც საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იქ არანაირი ადგილი არ ჰქონია იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ და გაწევ-გამოწევა და შელაპარაკება იყო - მსგავს თემას იქ ადგილი არ ჰქონია.

ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან. ჩვენ ვერც მჟავანაძეები გვასწავლიან ნოდარ დუმბაძის და ჩოხატაურის სიყვარულს და ვერც ვერავინ. ჩვენ უფრო უკეთ ვიცით რა გავაკეთოთ და რა უნდა ვქნათ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აბსოლუტურად მთელი ჩოხატაურის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია და ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ნოდარ დუმბაძის სკვერს და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს იმ ადგილს. ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო