მინისტრის მოადგილე -  დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრები გაიმართა თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში - სანიორე, ნაფარეული, ვაზისუბანი, ჯუგაანი, ტიბაანი და ძველი ანაგა.

მევენახეებთან საუბარში, თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღება-ჩაბარების კუთხით. მანვე ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადგილზე შეფასებას, დაითვლიან ზარალს და დაიწყება ანაზღაურების პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევა, სადაც ძირითად ხარჯებს იღებს სახელმწიფო და მხოლოდ 30%-ია ფერმერის გადასახდელი. უნდა გამოიყენონ ფერმერებმა ეს შესაძლებლობა, რადგან ასეთი კლიმატური მოვლენების დროს ექნებათ გარანტირებული შემოსავალი“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

მათივე ცნობით, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო