უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო

რუსული ძალები ღამით ოდესის ოლქს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის თქმით, რუსები ოდესის სამხრეთს დრონებით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ. თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა საწყობი და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა.

ასევე, დრონების ფრაგმენტების ჩამოგდების შედეგად, სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომლებიც, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო