დევიდ კრამერი - ვფიქრობ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება - ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება" - ესწრება.

მისი თქმით, კონფერენციის დრო ემთხვევა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საინტერესო დროს.

„ჩვენ აქ კონფერენციისთვის იმ დროს ჩამოვედით, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კუთხით საინტერესო დროა. თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება ევროპაში, ამ პროცესის ხელშესაწყობის მიზნით არგუმენტების წარსადგენად და საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მისი იმპიჩმენტი სურთ. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება. იმპიჩმენტის პროცედურა ასე არ უნდა განხორციელდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს", - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის.

„ყველა, ვინც აქ ვართ, ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები, იმისდა მიუხედავად, რა ხდება ამ ქვეყანაში ან რეგიონში. გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ცხადია, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის და ეს არის პუტინიზმის საფრთხე, რომელიც არის მცდელობა დაამყაროს კონტროლი რეგიონის ქვეყნებზე, უარყოს მათი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და, რასაკვირველია, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ", - აღნიშნა კრამერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო