ანა ნაცვლიშვილი - პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვაში - ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია

პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78- ე მუხლის დაცვაში - ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ვიზიტებთან და იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, თუ ვინმეს კონსტიტუციის დაცვასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, ეს არის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

"მათ შორის, საკვანძო კითხვა, რაზეც პასუხი აქვთ გასაცემი ეს არის ის, თუ რატომ უთხრეს პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე, რომელთა მიზანიც იყო კონსტიტუციით და მთავრობის მიერ საჯაროდ დეკლარირებული კურსის ხელშეწყობა. ამ მოცემულობაში, რა მოტივაციით, კონსტიტუციის რომელ მუხლზე დაყრდნობით ჩათვალა მთავრობამ, რომ უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის, განეხორციელებინა ეს ტურნე. პირველი მოპასუხე ამ საკითხზე არის მთავრობა და პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78- ე მუხლის და მთლიანად კონსტიტუციის დაცვაში.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით "ლელოს" პოზიცია ცხადია, სხვა კოლეგებს არ ვიცი, თუ ვინმეს ოპოზიციიდან სურვილი აქვს ღიად და დეკლარირებულად გადავიდეს "ქართულ ოცნებაში", ვფიქრობ, საუკეთესო მომენტია ეს. თუმცა, გასაგები პოლიტიკური ფასი ექნება ამ ყველაფერს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," ისინი ამ აბსურდში მიიღებენ მონაწილეობას, რომ რუსეთის გეგმა განხორციელდეს, რადგან ეს ხელისუფლება არ არის ქართველი ხალხის ინტერესების არც წარმომადგენელი და არც გამტარებელი, ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ არის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო