კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამედიცინო სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი - შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ მიერ შპს „მედკაპიტალში“ შპს „პსპ ფარმას“ 50%-იანი წილის შესყიდვას ეხება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო ცალ-ცალკე - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ბაზრებზე შეაფასა. კერძოდ, 2022 წელს, ქვეყანაში 192 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება მოქმედებდა, საწოლ ფონდის მოცულობა შეადგენდა 18 158 საწოლს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI)-196.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI ინდექსია -64.14.

„ამბულატორიული ბაზარი სააგენტომ 2022 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების (ამბულატორია, სტაციონარი, სტაციონარ-ამბულატორია) და შესაბამისად ანაზღაურებული თანხების მიხედვით შეაფასა. აღნიშნულ პროგრამაში 148 ამბულატორიული დაწესებულებაა (ფილიალების ჩათვლით) ჩართული, რომელთა ოპერირებას 70 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს. ბაზრის მოცულობამ 107 651 299 ლარი შეადგინა. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი HHI=1629.74, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი იზრდება - ∆HHI=2.51 ერთეულით 1632.25 ერთეულამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო