„ლელოს“ წევრები პარლამენტში კულტურის სფეროს ექსპერტებს და ხელოვანებს ხვდებიან

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში კულტურის სფეროს ექსპერტებს და ხელოვანებს ხვდებიან.

„ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, იურისტების და დეპუტატების ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით განისაზღვროს და მომზადდეს წინადადებები კულტურის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებთან (მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები) დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის სფეროს თავისუფლებას, დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ღირებულებების დაცვას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

შეხვედრაზე განხილული იქნება სამომავლო სამოქმედო გეგმა და კულტურის სფეროს ფართო წარმომადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო