ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, რომ „საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება

შარშან მან [პრეზიდენტმა] თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ „საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“. ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ის მიზეზი განმარტა, რის გამოც მთავრობამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების განხორციელების ნება არ მისცა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

„კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. მე ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ვიზიტებზე. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, 12 რეკომენდაციას და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ სანდობაა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება.

სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და ზოგადად კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო - მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს აღშფოთება, ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან ვინმეს პროტესტი?! ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის არის მარტივად ასახსნელი ფარისევლობა, ეს არის ტყუილი და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, აი, ასეთი დამოკიდებულება, ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი - ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო