ეველინ ფარკასი - საქართელოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია

ვფიქრობ, საქართველოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია. საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია, - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ეველინ ფარკასმა განაცხადა.

„რუსეთმა დაიწყო ომი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკურ-სამხედრო ომი, რადგან ომის წარმოება მხოლოდ სამხედრო საშუალებებით არ ხდება და ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზი ადამიანების ეზოებისკენ მიიწევს, არამედ პოლიტიკური მანიპულაციით, იმ ადამიანების გამოყენებით, რომლებსაც საქართველოში შეუძლიათ გავლენის მოხდენა, ფულის გამოყენებით, სოციალური მედიის გამოყენებით და ყველა სხვა საშუალებით, რაც რუსეთის მთავრობამ შეიძლება საქართველოზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს“, - აღნიშნა ეველინ ფარკასმა.

მისი თქმით, პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ.

„პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. 15 წლის წინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, რადგან მას ესმოდა, რომ ის, რისთვისაც საქართველო დღეს იბრძვის და იბრძოდა მაშინ, 15 წლის წინ იყო ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის, იმ პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გსურთ და იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან დაკავშირებისთვის, რომელიც თქვენ ხალხს სურს. ეს არის უფლება, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ქართველებმა არ უნდა თქვან უარი ამ ოცნებაზე“, - აღნიშნა ეველინ ფარკასმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო