ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა კულტურის ხელშეწყობით, არამედ ცენზურის დაკანონების მცდელობით

ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა კულტურის ხელშეწყობით, არამედ ცენზურის დაკანონების მცდელობით, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კულტურის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა დარგების ხელშეწყობით, არამედ ცენზურის დაკანონების მცდელობით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს პარლამენტი, ფაქტობრივად, არ რეაგირებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ პირთან, რომ ხელოვნების და კულტურის სფეროს თემები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი. რაც მთავარია, პარლამენტმა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს თავიდან აქვს აცილებული. ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა არის კრიტიკულად აუცილებელი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო