იან ბონდი - როგორც ჩანს, ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს

როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, - ამის შესახებ ევროპული რეფორმების ცენტრის წარმომადგენელმა იან ბონდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან იმის თქმით, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსის წევრი ვერ გახდება, პუტინს დღის წესრიგზე კონტროლი მიეცა.

„ვილნიუსის სამიტი ჩემთვის იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან ჩვენ ვლადიმერ პუტინს დღის წესრიგზე მივეცით კონტროლი იმის თქმით, რომ კი, უკრაინას შეუძლია ჩვენი წევრი გახდეს, მაგრამ არა ომის დასრულებამდე. ამით პუტინს, ფაქტობრივად, სტიმულს აძლევ, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახით ომი გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ნატო უნდა ეცადოს განსაზღვროს, როგორ შეუძლია უკრაინის გაწევრიანება იმ პირობებშიც კი, როდესაც ომი დასრულებული არ არის.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა თბილისში ვართ, ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შეძლოს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლითაც საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ შეიძლება ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდები, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს“,- განაცხადა იან ბონდმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო