კახა კალაძე ჟურნალისტს - გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ბურთის ძეგლი? გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ - ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულთან კავშირში არ არის

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის, კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი ამბობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით და გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ამის გჯერათ თქვენ? უბრალოდ მეცოდებით, გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ.

ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვართ სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო