ლევან დავითაშვილი - ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე მიმდინარეობს.

„ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით.

მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე“, - განაცხადა მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო