ქუთაისში მცხოვრებ 42 სოციალურად დაუცველ ოჯახს საერთო საცხოვრისში ბინები გადაეცათ

ქუთაისში მცხოვრებ 42 სოციალურად დაუცველ ოჯახს საერთო საცხოვრისში ბინები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუგუნავას ქუჩაზე მდებარე შენობას, სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, განახლდა შენობის ექსტერიერის დაზიანებული ნაწილები, ხოლო ინტერიერში არსებული ტიხრების დემონტაჟის შემდეგ, სივრცეები გადაკეთდა საცხოვრებელ ბინებად. ასევე, სრულად შეიცვალა კომუნიკაციების ქსელი. ბინები აღიჭურვა შესაბამისი საყოფაცხოვრებო ავეჯით.

ინფორმაციის თანახმად, ახალმოსახლეებს ბინების გასაღები გადასცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილეებმა დავით ერემეიშვილმა და თამარ დახუნდარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ.

„დღეს 42 ოჯახს სოციალურ საცხოვრისში ბინები გადავეცით. ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ თავშესაფარს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. შენობას, რომელშიც სოციალური საცხოვრისი მოვაწყვეთ, ჩაუტარდა შესაბამისი რეკონსტრუქცია, მობინადრეებს ადგილზე დახვდათ ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და 840 000 ლარი დაიხარჯა. ვულოცავ ამ ოჯახებს ახალმოსახლეობას!

ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კვლავ გააგრძელებს სოციალურ პროექტებზე მუშაობას,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო