დავით უსუფაშვილი - ბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, „ქართული ოცნება“ - პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე, მუშაობს დესტრუქციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის ბარიერი "ქართული ოცნებაა".

„ბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, გვინდა ევროკავშირში და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება" ხვდება პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელს და სხვებს შეხვედროდა და იმ საკითხებში, რაზეც საქართველოს დახმარება სჭირდება, დამატებით მხარდაჭერა მოეპოვებინა. ესაა "ქართული ოცნების" პოლიტიკა, შარშან როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე ამ საკითხში, მუშაობს დესტრუქციაზე. აი, ამით ხვდება ის ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი და შუაში ბარიერად აღმართული "ქართული ოცნება" ამ პროცესს ვერ შეაფერხებს,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო