ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო თუ სხვა რისკი.

„ჰესებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ეს არის ხუდონჰესიც, ნენსკრაც და ნამახვანჰესიც. ნენსკრასთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. იმედი გვაქვს, ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას.

რაც შეეხება ნამახვანჰესს, იცით, რომ ხელშეკრულება შეწყდა. ნამახვანჰესი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ინტენსიური დიალოგით განხორციელდება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია. პროექტს არ აქვს არანაირი, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის.

ასევე, ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები იცით. ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და გარკვეული ტერიტორიების დატბორვა აგვეცილებინა. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც არსებულ პროექტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. სიმძლავრე იცვლება, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები“,-განაცხადა დავითაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო