შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას - ერთი წუთით მაინც ჩასულიყავით შოვში - მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს! თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ, რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე არა?! თქვენი პათეტიკა ამ ყველაფრის შეურაცხყოფაა!

ერთი წუთით მაინც ჩასულიყავით შოვში - მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს! თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ - რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე არა?! თქვენი პათეტიკა ამ ყველაფრის შეურაცხყოფაა! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელს თინა ბოკუჩავას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ბოკუჩავამ შოვის ტრაგედიის შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მიმდინარე სასესიო კვირას განხილვა მოითხოვა, თუმცა იქვე ისიც განმარტა, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრის ჩატარების დაჩქარებას არ აპირებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველ გუნდს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაწილი თავადაც გახდნენ.

ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები შოვის ტრაგედიის თემაზე გაკეთებული განცხადებები გამოც გააკრიტიკა.

“შოვის ტრაგედიის საკითხი პრიორიტეტი უნდა იყოს. არსებობს უამრავი კითხვა, მათ შორის შესაძლოა დანაშაულებრივ უმოქმედობასთან, დანაშაულებრივ გულგრილობასთან, ვალდებულებების არშესრულებასთან, ადამიანების განსაცდელში მიტოვებასთან დაკავშირებით. მაშინ როცა გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს, ეს არის ინსტიტუციური ნონსენსი, რადგან შესაძლო დამნაშავე შეიძლება საკუთარ დანაშაულს იძიებდეს. პარლამენტის კონსტიტუციური და მორალური ვალია, რომ დროებითი კომისია შექმნას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, რომ რაკი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანა არ სურთ, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მისვლას დაელოდონ, რომელიც მისივე ინფორმაციით, 22 სექტემბერს გაიმართება და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განსახილველად სესიაზე სწორედ ამის მიხედვით გაიტანონ.

“კომისიის შექმნის საკითხი განსახილველად გამოვიდეს და კენჭი არ ეყაროს, აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციაც ვერ დაარწმუნეთ, რომ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. პათეტიკა, რომელი თქვენ მომხდარი ტრაგედიის ფონზე გაქვთ, ადამიანურადაც ძალიან რთულია - ადამიანობა არ უნდა დაკარგოთ!“, - მიმართა ბოკუჩავას შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო